კომპიუტერის ევოლუცია

1936

ალან ტურინგმა შექმნა „უნივერსალური მანქანა“ რომელსაც მოგვიანებით ტურინგის მანქანა უწოდეს. ამ მოწყობილობას არითმეტიკული დავალებების ამოხსნა შეეძლო. თანამედროვე კომპიუტერის კონცეფცია ტურინგის მანქანის იდეებს ეფუძნება.

1942

აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა – ჯონ ვინსენტ ათანასოვმა და მისმა სტუდენტმა, კლიფორდ ბერიმ შექმნეს კომპიუტერი, რომელიც ერთდროულად 29 არითმეტიკულ დავალებას ასრულებდა. ეს იყო პირველი კომპიუტერი, რომელსაც ინფორმაციის დამახსოვრება შეეძლო.

1943-44

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორებმა – ჯონ მაუჩლიმ და პრესპერ ეკერტმა თანამედროვე კომპიუტერების ბაბუად წოდებული მოწყობილობა ENIAC შექმნეს. კომპიუტერი 75კვ.მ. ზომის ოთახს იკავებდა.

1964

დუგლას ენგელბარტმა თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპი წარმოადგინა მაუსითა და გრაფიკული ინტერფეისით. ეს არის გარდამავალი ეტაპი კომპიუტერების ისტორიაში – მეცნიერებისა და მათემატიკოსების გარდა უკვე სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ მისი გამოყენება.

1971

ალან შუგარტმა IBM-ის ინჟინრებთან ერთად ფლოპი დისკი გამოიგონა, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის გაცვლა კომპიუტერებს შორის.

1976-77

სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა დააარსეს Apple Computers და კომპანიის პირველი პროდუქტი – კომპიუტერი Apple I გამოუშვეს. მისი გაუმჯობესებული ვერსია, 8-ბიტიანი Apple II იყო პირველი კომერციულად წარმატებული და მასობრივად გაყიდული კომპიუტერი. მას ჰქონდა ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და მეხსიერებისთვის აუდიო კასეტას იყენებდა.

1981

IBM-მა გამოუშვა პირველი პერსონალური კომპიუტერი. მას ჰქონდა მაიკროსოფტის MS-DOS საოპერაციო სისტემა, ინტელის ჩიპი, ორი ფლოპი დისკი და ფერადი მონიტორი. ტერმინი პერსონალური კომპიუტერი (PC) სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით დამკვიდრდა.

1985

მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows 1.0 – 16-ბიტიანი გრაფიკული საოპერაციო სისტემა პერსონალური კომპიუტერესბისთვის, რომელმაც მთლიანად გარდაქმნა კომპიუტერების ისტორია.